იოაჰიმ ლიოვი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ხდება?
გერმანული გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად შესაძლოა იოაჰიმ ლიოვი ვიხილოთ, რომელიც ეროვნულ ნაკრებს ტოვებს.
ლეგენდარული ოლივერ ბირჰოფი აცხადებს, რომ ლიოვის „რეალში“ დანიშვნის შანსი ძალიან დიდია, ვინაიდან მას უყვარს სანახაობრივი, შემტევი და აგრესიული ფეხბურთი, რაც სამეფო კლუბის სტანდარტი გახლავთ.
ლიოვი საკლუბო გამოწვევის მისაღებად მზად არის, მეტიც ის „რეალში“ დასანიშნად ემზადება და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შეცვლაც სურს.
გერმანული გამოცემები იუყწებიან, რომ ფლორენტინო პერესი ზიდანის წასვლის შემთხვევაში საბოლოო არჩევანს რაულსა და ლიოვს შორის გააკეთებს.
- 12 მაი 2021
- 1 799
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.