ფედე ვლავერდე ისევ მარჯვენა მცველად ითამაშებს
მადრიდის „რეალს“ დაცვაში ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. ალვარო ოდრიოზოლასა და ფერლან მენდის ტრავმებმა ზიდანს სერიოზული საფიქრალი გაუჩინა. აღნიშნული ფეხბურთელების გარდა ფრანგი მწვრთნელის განკარგულებაში არ არიან კარვახალი, რამოსი და ვარანი.
ჩნდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ზიდანი „გრანადასთან“ დაცვის ოთხეულს განსხვავებულად დააკოპლექტებს და მარჯვენა მცველის არყოლის გამო ამ პოზიციაზე ფედერიკო ვალვერდეს მოუწევს გამწესება, მასთან ერთად კი ნაჩეტე, მილიტაო და მარსელო შეკრავენ დაცვის რგოლს.
მიმდინარე სეზონში მარჯვენა ფლანგზე უთამაშიათ კარვახალს, ოდრიოზოლას, ვასკესს, ნაჩოსა და მილიტაოს, თუმცა ამ შემთხვევაში ედერი და ფერნანდესი ცენტრში არიან საჭირო, სხვა ვარიანტი კი აღარ არსებობს.
- 12 მაი 2021
- 585
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.