კუმანი:„„რეალს“ მცირე შანსი კიდევ აქვს, თუმცა „ატლეტიკოზეა“ დამოკიდებული“
რონალდ კუმანმა ლა ლიგისთვის ბრძოლაში ხელი ჩაიქნია, თუმცა ყველას დაპირდა, რომ მაქსიმუმს გაიღებს.
„შანსი მინიმალურია. თუ „ატლეტიკო“ თავის მატჩს მოიგებს, ჩვენთან სხვაობას 4 ქულამდე გაზრდის, რაც 2 ტურში რთული აღმოსაფხვრელი იქნება. „რეალის“ შანსები? ზიდანის გუნდის გამოსვლა „გრანადას“ წინააღმდეგ ალბათ ბევრ რამეს გადაწყვეტს. სამეფო კლუბს შედარებით მეტი პერსპექტივა ექნება.“
„ჩემმა გუნდმა ბრწყინვალედ დაიწყო, კარგი მომენტები შექმნა და ტაბლოზეც დამაკმაყოფილებელი ანგარიში იყო, მაგრამ შემდეგ დაიკარგა ინტენსივობა და აგრესია, რის გამოც დავისაჯეთ.“
„პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა, ჩემს თავზე ვიღებ, რადგან მთავარი მწვრთნელი ვარ.“
- 12 მაი 2021
- 4 071
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.