„უეფა“ დათმობაზე არ მიდის, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის გარეშე რჩება!
„უეფას“ ხელმძღვანელობა დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლორენტინო პერესი პოზიციის არშეცვლის შემთხვევაში „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვებს...
თუ „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა დათმობაზე არ წავა, „უეფა“ იძულებული იქნება, სამეფო კლუბის განაცხადი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონზე არ დაარეგისტრიროს და გუნდი ევროსარბიელის გარეშე დატოვოს.
„რეალის“ მიმართ მკაცრი სანქციების შინაარსზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ვინაიდან ყველაფერი ისედაც კარგად არის ცნობილი, თუმცა ესპანური გამოცმები უკვე იუწყებიან, რომ ტურნირიდან „ბლანკოსის“ მოკვეთის შემთხვევაში ლიგის საგზურს ლა ლიგის მეხუთეადგილოსანი მიიღებს.
- 12 მაი 2021
- 2 234
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.