ასენსიო:„მსაჯმა „რეალს“ შესაძლოა ჩემპიონობა დააკარგინა“
მარკო ასენსიომ „სევილიასთან“ დაპირისპირება შეაფასა და განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი არბიტრის გადაწყვეტილება საკამათოა...
„უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქე პირველ ტაიმში გვჯობდა, მაგრამ ის, რაც მეორე ტაიმში მოხდა, თამამად მაძლევს იმის თქმის საფუძლს, რომ „რეალი“ გამარჯვებას და 3 ქულას იმსახურებდა. დიახ, ჩვენ ახლა 2 უმნიშვნელოვანესი ქულა დავკარგეთ, რაც ძალიან სამწუხაროა. მსაჯის გადაწყვეტილება შესაძლოა მართლაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს და ლა ლიგის თასი დაგვაკარგინოს. მილიტაო ბურთს არ უყურებდა, მას ხელი განზრახ არ გაუმოძრავებია და არც შეტევის ტრაექტორია შეუცვლია. მახსოვს რამდენიმე მომენტი, როდესაც ანალოგიურ სიტუაციაში „ბლანკოსს“ თერთმეტმეტრიანი არ დაუდეს. ჩემი გადმოსახედიდან ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება.“
„ახლა საკუთარ თავზე არ ვართ დამოკიდებულები, მაგრამ აუცილებლად ვეცდებით, რომ სამი ფინალი მოვიგოთ. ვალდებულები ვართ, ბრძოლა გავაგრძელოთ და ყველაფერი ვიღონოთ პირველ ადგილზე გადასასვლელად. ახლა გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს ჩვენი თამაში გადაწყვეტდა, ახლა კი სხვა სიტუაციაა. გუნდის თითოეული ფეხბურთელი ამაყობს იმით, რომ ასეთი მებრძოლი ხასიათი გვაქვს. „ბლანკოსი“ არ დანებდება და მომდევნო მატჩებში ყველაფერს გაიღებს მოედანზე.“
- 10 მაი 2021
- 4 327
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.