ლუკა მოდრიჩი:„ეს იყო ემოციების ზღვა“
ლუკა მოდრიჩმა „სევილიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სამართლიანი შედეგი. მადრიდის „რეალი“ გამარჯვებას იმსახურებდა. უამრავი მომენტი შევქმენით და გოლად მხოლოდ 2 გარდავსახეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ 3 ქულა ვერ ჩავიწერეთ აქტივში. ბოლო წუთები იყო ემოციების ზღვა, სადაც „რეალის“ ფეხბურთელები მოედანზე დაფრინავდნენ.“
„მსაჯის მხრიდან პენალტის დადება საკამათო იყო. რატომ? იმიტომ, რომ მილიტაოს ხელზე ბურთი შემთხვევით მოხვდა და ტრაექტორია მნიშვნელოვნად არ შეუცვლია. ამის შესახებ რაკიტიჩსაც ვუთხარი.“
„ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. ვიცით, რომ მომდევნო 3 ტურში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონობისთვის.“
„ჩვენ უნდა გვქონდეს რწმენა და თავდადება. მომდევნო 3 მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ვიცით, რომ ბრწყინვალე შანსი გავუშვით ხელიდან და ახლა ყველაფერი ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული, თუმცა ბოლომდე დავიხარჯებით.“
„გუნდი ფიზიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე დგას, საბრძოლველად მზად ვართ.“
- 10 მაი 2021
- 3 977
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.