ზიდანის წასვლის შემთხვევაში „ბლანკოსი“ ალეგრის დანიშვნას განიხილავს
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ მასიმილიანო ალეგრის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის პერსპექტივას აქტიურად განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ ზინედინ ზიდანი გუნდს დატოვებს, ფლორენტინო პერესი ალტერნატივაზე იფიქრებს.
ჟულიან ნაგელსმანი „ბაიერნში“ დაინიშნა, ჟოზე მოურინიო „რომაში“, რაულ გონსალესი 90%-იანი ალბათობით „აინტრახტს“ ჩაუდგება სათავეში. სამივე სპეციალისტი „ბლანკოსში“ განიხილებოდა, თუმცა როგორც ვხედავთ, ვითარება იცვლება.
ამ ეტაპზე „ბლანკოსი“ ალეგრის კანდიდატურას განიხილავს, თუმცა პირველ რიგში ზინედინ ზიდანის დარჩენაზეა ორიენტირებული.
თავის მხრივ, მასიმილიანოს „იუვენტუსიც“ ესაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ „ბებერი ქალბატოსი“ „მესაჭე“ ანდრეა პირლო თანამდებობას დატოვებს, ალეგრი შესაძლოა ძველ კლუბშიც დაბრუნდეს.
- 9 მაი 2021
- 1 205
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.