რამოსისთვის სეზონი 99%-ით დასრულებულია!
სერხიო რამოსმა მიმდინარე სეზონში შესაძლოა ვეღარ ითამაშოს. ესპანელმა ფეხბურთელმა აღდგენითი პროცესი უკვე დაიწყო, მაგრამ რამდენიმე კვირა სჭირდება იმისათვის, რომ სასურველ კონდიციამდე მივიდეს.
რამდენიმე ესპანური გამოცემის ცნობით, კაპიტანი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს და ვინ იცის, შესაძლოა „ჩელსისთან“ მატჩი მისთვის „ბლანკოსის“ მაისურით ბოლო ყოფილიყო.
სამეფო კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტანთან შეთანხმება მიღწევადია, თუმც აისიც აღსანიშნავია, რომ მოთამაშის კონტრაქტის ამოწურვამდე 50 დღე რჩება.
- 9 მაი 2021
- 780
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.