ჟერარ პიკე:„შანსი კიდევ გვაქვს“
ჟერარ პიკემ „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდი მომდევნო 3 ტურში 9 ქულის მოპოვებას შეეცდება და ეს შესაძლოა ჩემპიონობისთვის საკმარისი იყოს.
„დიახ, სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა წინ კიდევ 3 ტურია, სადაც 9 ქულის მოპოვების შემთხვევაში ჩვენ დიდი შანსი გვექნება. ლა ლიგისთვის ბრძოლას განვაგრძობთ და გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა სავსებით შესაძლებელია.“
„საკმაოდ ბევრი მომენტის გახსენება შეიძლება, თუმცა იან ობლაკი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და გუნდი გადაარჩინა.“
„ჩვენ არასდროს ვნებდებით, ეს არის „ბარსელონას“ სტილი, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყველა მატჩის მოგებას შევეცდებით. დიახ, ახლა „რეალს“ შანსი აქვს, მაგრამ ამ გუნდს ლა ლიგაში „სევილიას“ სახით უდიდესი კონკურენტი ჰყავს.“
- 8 მაი 2021
- 1 806
- 9