მარსელო „რეალიდან“ მიდის!
მარსელო ვიეირამ სამეფო კლუბს ამცნო, რომ წასვლა სურს და გუნდისგან უფლება აიღო, ნებისმიერ მსურველთან მოლაპარაკებები აწარმოოს. მეტიც, ვიცე-კაპიტანის აგენტმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
განაპირა მცველს სურს, რომ ისეთ კლუბში ითამაშოს, სადაც სათამაშო წუთები ხშირად მიეცემა. ბრაზილიელს მსურველები ჰყავს, როგორც იტალიიდან, ასევე გერმანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ფეხბურთელს ესპანეთის დატოვების გადაწყვეტილება მკაფიოდ აქვს მიღებული და აღარაფრის შეცვლას არ აპირებს.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელი მოედანზე ლა ლიგის 14 მატჩში გამოჩნდა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, მან მოედანზე საერთო წუთების მხოლოდ 32% გაატარა. რაც შეეხება ჩემპოონთა ლიგას, აქ ვიცე-კაპიტანის შედეგი კიდევ უფრო უარესია, მას საერთო წუთების მხოლოდ 15% აქვს მოედანზე გატარებული.
- 8 მაი 2021
- 1 501
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.