ჩემპიონთა ლიგა „რეალის“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსის“ გარეშე რჩება!
„უეფას“ ულტიმატუმს მადრიდის „რეალმა“, „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ უკვე უპასუხეს. ფაქტია, რომ ეს კლუბები სუპერლიგის იდეას კვლავ უჭერენ მხარს და მზად არის ნებისმიერი გამოწვევა გადალახონ.
დაწყებულია 3 სასამართლო პროცესი, რომლის მოგების შემთხვევასიც ეს კლუბები პრივირეგილებურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, თუმცა ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ „უეფა“ ყველა ბერკეტს გამოიყენებს აღნიშნული კლუბების ჩემპიონთა ლიგიდან მოსაკვეთად.
ამასთანავე „უეფა“ აცნობიერებს, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 3 საუკეთესო კლუბის გარეშე რთულად წარმოსადგენი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ სამეული სამმართლებრივი თვალსაზრისით აცხადებს, რომ „უეფას“ ჩემპიონთა ლიგიდან მათი მოკვეთის უფლება არ აქვს, ჩეფერინი და მისი გუნდი გადაწყვეტილებას შეცვლას არ აპირებენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩემპიონთა ლიგა „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ გარეშე ჩატარდეს.
- 8 მაი 2021
- 2 900
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.