მბაპე „რეალში“ მიდის, ნეიმარი კი კონტრაქტს 2026 წლამდე ახანგრძლივებს
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“ კილიან მბაპესთან თანამშრომლობას ასრულებს და მთელი აქცენტი ნეიმარზე გადააქვს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.
პარიზში მიხვდნენ, რომ მბაპესთან საუბარს აზრი აღარ აქვს. კილიანის წასვლა გადაწყვეტილია და მისი მომდევნო კლუბი აუცილებლად მადრიდის „რეალი“ იქნება, ვინაიდან ფრანგი სწორედ ზინედინ ზიდანთან მუშაობაზე ოცნებობს.
თავის მხრივ, „რეალი“ ქმედით ნაბიჯებს დგამს და მბაპესთვის საჭირო სატრანსფერო თანხაც მობილიზებული აქვს. სამეფო კლუბში ხვდებიან, რომ ცვლილებებისა და გაძლიერების გარეშე ფონს ვეღარ გავლენ.
ესპანური გამოცემების ცნობით, 2021 წლის ზაფხული საკმაოდ „ცხელი“ იქნება და „რეალი“ ბევრ ტრანსფეორ დაანონსებს, მათ შორის უპირველესი კი კილიან მბაპე ლოტინი იქნება.
- 8 მაი 2021
- 4 568
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.