„რეალი“ „სევილიასთან“ მატჩისთვის ემზადება
სამეფო კლუბის ფეხბურთელები „სევილიასთან“ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადებიან.
ზიდანის გუნდს ლა ლიგის 35-ე ტურში ფაქტობრივად გადამწყვეტი მატჩი ელის, სადაც ვერგამარჯვების შემთხვევაში ლა ლიგის მოგების შანსები შეუმცირდება, ამიტომ გუნდი განსაკუთრებულად ემზადება.
სამწუხაროდ, სრულად ვერ იტვირთება სერხიო რამოსი, რომელსაც კვლავ პრობლემები აქვს. ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ ფედერიკო ვალვერდე და ვინისიუსი, თუმცა ზიზუს იმედი აქვს, რომ ისინი მოედანზე გასვლას შეძლებენ.
ზიდანმა სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის კონტროლს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებსა და მოკლე სივრცესი ზუსტ თამაშს.
- 7 მაი 2021
- 514
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.