მბაპეს ყიდვა გადაწყვეტილია - პერესი!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა მადრიდის „რეალის“ დირექტორთა საბჭოს მიმართა და განუცხადა, რომ კილიან მბაპეს ყიდვა გადაწყვეტილია.
„რეალმა“ უნდა გაიღოს არნახული რესურსი, რაც კლუბის ბიუჯეტს პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, ამიტომ „ბლანკოსი“ კილიანს აუცილებლად დაიმატებს.
პერესის აზრით, კილიანი მინიმუმ 10 წლიანი პროექტია, ამიტომ მასში გადახდილი რეკორდული თანხა გუნდს დიდ წარმატებებს მოუტანს.
ფლორენტინო საბჭოს უხსნის, რომ კილიანში გადახდილ თანხას „ბლანკოსი“ მაქსიმუმ 2 წელიწადში დაიბრუნებს მარკეტინგული გათვლების მიხედვით.
- 7 მაი 2021
- 2 929
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.