ჰაკიმი კლუბს იცვლის - „რეალი“ ან ისევ გერმანია!
ესპანური გამოცემების ცნობით, აშრაფ ჰაკიმის აგენტი მადრიდის „რეალთან“ და მიუნხენის „ბაიერნთან“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მაროკოელ ფეხბურთელს სერია „ა“-ს დატოვება სურს...
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჰაკიმი „ბაიერნის“ ახალი მწვრთნელის, ჟულიენ ნაგელსმანის ფავორიტია და ახალგაზრდა სპეციალისტს მისი გადაბირება სურს.
ჰაკიმი „დორტმუნდში“ მართლაც ბრწყინვალე იყო და დაამტკიცა, რომ ბუნდესლიგაში მაღალ დონეზე თამაში შეუძლია.
თავის მხრივ, ბრძოლაში ერთვება მადრიდის „რეალი“, რომელსაც მარჯვენა მცველის სერიოზული პრობლემა აქვს და ფლორენტინო პერესი დაშვებულ შეცდომას აღიარებს.
ესპანელების ცნობით, ჰაკიმის შეძენა ახლა უკვე 60 მილიონად არის შესაძლებელი და მისი ძველი ფასი, რომელიც „ინტერში“ ტრანსფერის დროს დგინდებოდა, ახლა შეცვლილია.
- 6 მაი 2021
- 1 446
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.