„ოპერაცია მბაპე“ ხურდება
რაც დრო გადის, კილიან მბაპე უფროდაუფრო უახლოვდება სამეფო კლუბს - ასე ფიქრობენ ესპანეთში.
გუშინ, ქალაქ მანჩესტერში, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. განვლილ კვირას, საკუთარ მოედანზე დამარცხებული „პსჟ,“ ვერც ინგლილსში გახდა რამეს. შესაბამისად, საგზური გვარდიოლას ბიჭებმა მოიპოვეს, ხოლო პოჩეტინოს დამოძღვრილები სევდიანნი დაბრუნდნენ პარიზში.
შარშან, ფრანგები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა მათ „ბაიერნმა“ შეუშალა ხელი, ხოლო წლეულს კი, ნახევარფინალური სტადიიდან ემშვიდობებიან ტურნირის. მაშასადამე, კილიან მბაპე კვლავ მთავარი საკლუბო ტიტულის გარეშე დარჩა. არადა, როდესაც „პსჟ“-ს პროექტი იქმნებოდა, მიზანი იყო ჩ/ლიგის მოგება. სწორედ ამიტომაც გადაიხადეს კოლოსალური თანხმები რიგ მოთამაშეებში, მაგრამ, როგორც ჩანს, უშედეგოდ.
შექმნილი სიტუაცია ყველაზე მეტად „რეალის“ წისქვილზე ასხამს წყალს. მადრიდელების მთავარი პრიორიტეტი კარსმომდგარ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მბაპეს შეძენა გახლავთ, შესაბამისად, ისინი თვლიან, რომ მსგავსი წარუმატებლობა კილიანის პარიზიდან გადაბარგებას მხოლოდ დააჩქარებს.
- 5 მაი 2021
- 2 256
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.