ბენზემასა და ტიაგო სილვას დაპირისპირება
„ჩელსისა“ და „რეალის“ მომდევნო თამაში ინდივიდუალური დაპირისპირებების კუთხითაც საინტერესოა.
იმისათვის, რომ სამეფო კლუბმა ფინალური მატჩის საგზურის მოპოვება მოახერხოს, აუცილებელია წარმატებული თამაშის შეტევით ხაზში. რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება კარიმ ბენზემას. სწორედ ამ უკანასკნელმა დაამწუხრა „ლურჯები“ „ალფრედო დი სტეფანოზე“ გამართულ პაექრობაში.
„რეალის“ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი კვლავ ტიაგო სილვას წინააღმდეგ წარსდგება. საგულისხმოა, რომ ფრანგი თავდამსხმელი და ბრაზილიელი ფორვარდი კარიერაში მეთერთმეტედ შეერკინებიან ერთმანეთს. მათი პაექრობა 2009 წლის 21 ოქტომბერს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაიწყო, როდესაც „მილანმა“ 2-3 დაამარცხა „რეალი.“ მას შემდეგ 12 წელი გავიდა, ბენზემა უკვე 4 ჩემპიონთა ლიგის ტიტულს ითვლის, ხოლო სილვამ კვლავ არ იცის როგორ გამოიყურება ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯილდო ახლოდან, მიუხედავად იმისა, რომ „როსონერის“ შემდეგ 2 კლუბი შეიცვალა.
MARCA
- 5 მაი 2021
- 1 009
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.