დიდებული შანსი აზარისთვის
ბელგიელი ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ ბრუნდება, სადაც 7 წლის განმავლობაში ირჯებოდა.
კურტუას მსგავსად, აზარისათვისაც მომდევნო მატჩი ემოციებით დატვირთული იქნება. სწორედ „ჩელსიში“ ასპარეზობის დროს გაიცნო საფეხბურთო სამყარომ ედენი. მან არა ერთი დაუვიწყარი თამაში ჩაატარა, რითიც დაიპყრო გულშემატკივრების გულები.
სამწუხაროდ, შემტევის ლონდონური და მადრიდული კარიერა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამაში ლომის წვლილი მიუძღვის ჯანმრთელობის მდგომარეობას. „რეალში“ გადაბარგების შემდეგ, აზარი ტრავმებით იტანჯება. ის უკვე 2 წლის განმავლობაში ირიცხება „ბლანკოსის“ რიგებში, თუმცა მხოლოდ 39 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიუღებული და მოითვლის 4 გოლს, ხოლო „ჩელსის“ მაისურით, საერთო ჯამში, დაუგროვდა 352 თამაში და 110 შედეგიანი დარტყმა.
აზარი მიმდინარე სეზონში 17-ჯერ გამოჩნდა მწვანე მინდორზე (აქედან 10-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა არცერთჯერ ჩაუმთავრებია მატჩი ბოლომდე). ამ მომენტისათვის, ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია და ზიდანის საწყისი წუთებიდან გეგმავს მის გამწესებას „სტემფორდ ბრიჯზე.“
„შვიდიანს“ გამოუჩნდა დიდებული შანსი, რომ მის უღიმღამო კარიერას სამეფო კლუბში წერტილი დაუსვას და სტამბულისკენ მიმავალ გზაზე გარდამტეხი როლი ითამაშოს.
AS
- 5 მაი 2021
- 800
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.