„რეალის“ შანსები - რას ამბობს სტატისტიკა?
დღეს, „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.
„ჩელსი“ უკვე საკუთარ მოედანზე ეცდება მადრიდში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება/გაზდას. რა თქმა უნდა, „ალფრედო დი სტეფანოზე“ დაფიქსირებული შედეგი (1-1) „ლურჯების“ წისქვილზე ასხამს წყალს და ამაში ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკაც დაგარწმუნებთ, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ზიდანის შეგირდების მიზანს წარმოადგენს უშეღავათო ბრძოლა მატჩის ბოლო წუთამდე და არა ინგლისის დედაქალაქის დათვალიერება.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიის განმვლობაში, საპლეიოფო სტადიაზე, 37 შემთხვევაში დასრულდა პირველი შეხვედრა 1-1. აქედან, 12-ჯერ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა გუნდმა, რომელსაც ორმატჩიან დუელში პირველი დაპირისპირების გამართვა შინაურ კედლებში მოუწია. ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა 2019 წელს, როდესაც „აიაქსმა“ 1-2 სძლია „იუვენტუსს“ და 2015 წელს, როდესაც იგივე „ჩელსისთან“ შედეგიანი ყაიმის შემდეგ (2-2), „პსჟ“ გავიდა წინ.
უშუალოდ „რეალის“ წინა წლების პერიპეტიებს თუ გადავხედავთ, მადრიდელებს პლეიოფის საწყის პაექრობაში (სახლში) 5-ჯერ აქვთ 1-1 დაფიქსირებული და საგულისხმოა, რომ მხოლოდ ერთხელ (2013 წელს, 1-2 „მანჩესტერთან“), მოახერხეს მომდევნო ეტაპზე გასვლა, დანარჩენ შემთხვევებში უშედეგოდ გაისარჯნენ (1976 წელს 2-0 „ბაიერნთან,“ 1988 წელს 0-0 „პსვ“-სთან, 1989 წელს 5-0 „მილანთან“ და 1992 წელს 2-0 კიევის „დინამოსთან“).
რაც შეეხება „ჩელსის,“ პირველი მატჩის სტუმრად 1-1 თამაშის შემდეგ, ლონდონელებმა 6-დან 5-ჯერ გადალახეს მეტოქის ბარიერი. ერთადერთი წარუმატებელი დუელი 2019 წელს, პარიზილების წინააღმდეგ შედგა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ.
ამ დრომდე „არისტოკრატები“ და „თეთრები“ 4 ოფიციალურ მატჩს მოითვლიან - 2 ფრე და 2 გამარჯვება ინგლისელების სასარგებლოდ.
ამასთანავე, „რეალს“ 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული ინგლისში (6 მოგება, 5 ფრე და 7 წაგება), თუმცა არცერთი „სტემფორდ ბრიჯზე,“ ხოლო უშუალოდ ლონდონში მადრიდელი ფეხბურთელები 4-ჯერ იმყოფებოდნენ (2 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება).
საინტერესოა, რომ მომდევნო პაექრობას დანიელე ორსატო განსჯის. შეიძლება უბრალოდ დამთხვევასთან გვაქვს საქმე, თუმცა აღნიშნული არბიტრის მოედანზე ყოფნის დროს, სტუმარი კლუბების უპირატესობა თვალშისაცემია. იტალიელი მსაჯი საერთო ჯამში 35 მატჩს (ევროპის მასშტაბით) გაუძღვა, საიდანაც მაპინძლებმა მხოლოდ 11, ხოლო სტუმრებმა 20 შემთხვევაში მოიპოვეს გამარჯვება.
AS
- 5 მაი 2021
- 1 256
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.