რას უპირებენ გარეთ ბეილს?
ერთი შეხედვით, გარეთ ბეილის ლონდონური კარიერა უღიმღამოდ მიმდინარეობდა, თუმცა მოურინიოს წასვლის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დადგა.
პრემიერ ლიგის ბოლო 2 დაპირისპირებაში, უელსელი ფეხბურთელი 4 გოლს მოითვლის, რაც ურიგო ნამდვილად არ არის. მას სეზონის ბოლოს ეწურება „ტოტენჰემში“ ყოფნის ვადა, თუმცა Daily Mail-ის ინფორმაციით, ინგლისელები უკვე ფიქრობენ, კიდევ ერთწლიანი იჯარის თხოვნით მიმართონ სამეფო კლუბს.
ამ ეტაპისათვის უცნობია ოფიციალური მადრიდის პოზიცია ბეილთან დაკავშირებით, რომლის კონტრაქტსაც სამეფო კლუბში 2022 წლის ზაფხულში გასდის ყავლი. სპეციალისტების აზრით, დონ პერესის ინტერესებში გარეთის გაყიდვა უფრო შედის, ვიდრე მისი კვლავ გასხვისება.
MARCA
- 4 მაი 2021
- 2 933
- 28