ზიდანი:„რადგან აქამდე მოვედით, ფინალში გასვლასაც შევძლებთ“
ზინედინ ზიდანმა „ჩელსისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ფინალში გასასვლელად ყველაფერს გავიღებთ. აქამდე დიდი ბრძოლის შედეგად მოვედით და გვჯერა, რომ მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ. ეს იქნება კიდევ ერთი ჯადოსნური საღამო, რომლისგანაც ქომაგები დიდ სიამოვნებას მიიღებენ.“
„სერხიოს ხვალ ვიხილავთ. მიხარია, რომ კაპიტანი ჩვენთან ერთად არის და გუნდის დახმარება შეუძლია.“
„ფეხბურთში სასწაულები აღარ ხდება და ნებისმიერი შედეგი არნახული შრომის შედეგად მიიღწევა. თუ ჩვენ 1/2 ფინალში ვართ, იმას ნიშნავს, რომ ფინალში გასვლა და ტურნირის მოგებაც შეგვიძლია.“
„ეს არის განსაკუთრებული თამაში. ჩემპიონთა ლიგის მატჩები ყოველდღე არ ტარდება. ზუსტად ვიცით, რომ 90 წუთის მანძილზე სრული კონცენტრაციით თამაში მოგვიწევს და არანაირი შფოთვა არ იქნება. არ გამოვრიცხავ დამატებითი ტაიმების ხილვას.“
„რამოსთან დაკავშირებით რისკები არ იარსებებს, ესპანელ ფეხბურთელთზე სამედიცინო შტაბს უკვე ვესაუბრე.“
„ედენ აზარი კარგ ფორმაშია და მჯერა, რომ „არისტოკრატებთან“ დაპირისპირებაში გუნდის დახმარებას შეძლებს.“
„განაცხადი უკვე ცნობილია, თერთმეტეულზე კი არ ჩამოვყალიბებულვარ. ყველა ფეხბურთელს შეუძლია მოედანზე გასვლა და მაქსიმუმის დადება. ის, რომ ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ვართ ყველა მოთამაშის დამსახურებაა.“
„როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე ეფექტურები უნდა ვიყოთ. ვიცით, რა ეტაპზე ვართ და ვიცით, სად ვთამაშობთ, ამიტომ ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ ყველა წამს მნიშვნელობა აქვს.“
„„ჩელსის“ ბევრი მატჩი ვიხილეთ და გავარჩიეთ, თუმცა მჯერა, რომ ტომას ტუხელი იდეალურ სქემას გამოიყენებს და საუკეთესო გუნდს დაგვიპირისპირებს.“
„აზარზე დიდ იმედებს ვამყარებ, ის აუცილებლად გაიბრწყინებს და „რეალისთვის“ შეუტევს.“
„გარეთ ბეილი? ის ამ ეტაპზე „ტოტენჰემის“ ღირსებას იცავს. არ ვიცი, იქნება თუ არა ჩვენთან ერთად მომდევნო სეზონში.“
- 4 მაი 2021
- 5 051
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.