„რეალი“ ლონდონში ჩაფრინდა!

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების თვითმფრინავი ლონდონის აეროპორტში დაეშვა.

სამეფო კლუბს აეროპორტში ადგილობრივი ქომაგები დახვდნენ და ოვაციებით შეამკეს.

გუნდმა გეზი სასტუმროსკენ აიღო, სადაც დაისვენებს, შემდეგ კი ზიდანი და ერთ-ერთი ფეხბურთელი პრესკონფერენციას გამართავენ.


1

4 მაი 2021 19:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
მთავარია მენდი რამოსი და ვალვერდე იქნება
ვალვერდეს ყოფნა უმნიშვნელოვანესია, ნახევრდაცვაში მაგის ენერგია და სისწრაფე ძალიან გამოგვადგება

2

4 მაი 2021 20:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნახევარ დაცვაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული.
არცერთ შემთხვევაში მეორე ნომრად არ უნდა ითამაშონ

3

4 მაი 2021 20:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
რეალი ყველა ვარიანტში ითამაშებს მეორე ნომრად. მე არ მახსენდება ზიზუს გუნდი ჩქარობდეს. შეტევის შანსი თუ იქნება შეუტევს, მაგრამ გამორიცხულია თავქუდმოგლეჯილი გაიქცეს, გოლი გვაქვს გასატანიო. საერთოდ არ არის სანერვიულო. ჩელსის ორი სრულყოფილი გუნდი ყავს და დიდებული მწვრთნელი. როგორც კი მცირე ადგილს მივცემთ, ეგრევე გაძვრებიან და გამოიყენებენ. ჩვენი უპირატესობა არის გამოცდილება და გამარჯვებულის მენტალიტეტი. სხვა არცერთი საფეხბურთო კომპონენტით არ აღემატება ჩვენი გუნდი ჩელსის.

4

4 მაი 2021 21:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Royal_White
ითამაშებს მეორე ნომრად.

გოლი გვაქვს გასატანი

5

4 მაი 2021 21:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 438
დავაი ჩელსის უეჭველი ვღუნავთ იმენა მჯერა:))) დღეს პსჟ ს გასვლა შემდეგ ეტაპზე და რეალის ორიანი ავიღე და იმენა მასე იქნება

6

4 მაი 2021 21:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ციტატა: lazio
ციტატა: Royal_White
ითამაშებს მეორე ნომრად.

გოლი გვაქვს გასატანი

ჰო, ეგ გასაგებია. მაგრამ გოლია გასატანი და არა გოლები. თუ მაგ ლოგიკას გავყვებით. თან ზიზუს სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოვრიცხავ გუნდმა პირველ ნომრად ითამაშოს. უფრო სწორად ვერ ვიხსენებ თავქუდმოგლეჯილი გაქცეულიყო გუნდი.. ვოლფსბურგთან 3 გოლი იყო გასატანი. წყნარად გავიდა და გაიტანა. აქაც ეგრე წყნარად გავა და გაიტანს. ან მეორე ვარიანტია, ქაჯივით გაიქცევა და ორ-სამ გოლს გაუშვებს. მეორე ვარიანტს მე პირადად გამოვრიცხავ. თან ბენზემა/აზარის დუეტით თუ შეუტია 4-4-2 ტაქტიკით, რომელ სისწრაფეებზეა საერთოდ საუბარი. იმ მომენტს თუ განვიხილავთ, რომ გუნდმა ინიციატივა უნდა მოიპოვოს, ეგ ინიციატივა რეალს უკვე მოპოვებული აქვს, იმიტომ რომ ჩელსი რეალის ლიგიდან არ არის, როგორც ლივერპული არ იყო. ეს უკვე ელემენტარულია და ასახსნელიც არაა, რა და როგორ მუშაობს ჩ.ლ-ს დასკვნით მატჩებში. ჩელსი გამოვა, როგორც გუნდი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს და დირექტივებს მიიღებს მწვრთნელისგან რომელსაც წინა წლის შემდეგ ლიგის კომპლექსები აქვს.. არ მესმის რატომ უნდა იჩქარონ.

7

4 მაი 2021 21:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 871
მაგრად მჯერა რო ზიზუ გადაურბენს ტუხელს, ანგარიშით არა მაგრამ თამაშით მაგრად აჯობებს აგერ ნახეთ. ამ თამაშს ვიგებთ ან 0-1 ან 1-2

მბაპე არ დააყენა ძირითადში, დაიწერა რომ არ იყო მზად და ლაბათ ერთ ტაიმს ათამაშებს სავარაუდოდ

8

4 მაი 2021 22:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Royal_White
მესმის რატომ

არ უნდა,იჩქარონ არც თავგუდმოგლეჯილებმა შეუტიონ მარა ბირთი უნდა დაიჭირონ და,არ მისცენ ჩელსის შეტევების უფება თორე თუ გაგვიტანეს მერე გაგვიჭირდება.
0-1 ესე ვფიქრობ

მოედნის ცენტრი უნდა დაიჭირონ

ითამაშეს მეორე ნომრად და ოდნავ გამართლება და წავაგებდით პირველ თამაშს ნუ მაᲓინ ბევრი გვაკლდა და გასაგებია მარა ისიც ხო ფაქტია გაგვიმართლა მაგრად

9

4 მაი 2021 22:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 551
მბაპე არაა ძირითადში, რახდება ნეტა

10

4 მაი 2021 22:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ციტატა: lazio
ციტატა: Royal_White
მესმის რატომ

არ უნდა,იჩქარონ არც თავგუდმოგლეჯილებმა შეუტიონ მარა ბირთი უნდა დაიჭირონ და,არ მისცენ ჩელსის შეტევების უფება თორე თუ გაგვიტანეს მერე გაგვიჭირდება.
0-1 ესე ვფიქრობ

მოედნის ცენტრი უნდა დაიჭირონ

ითამაშეს მეორე ნომრად და ოდნავ გამართლება და წავაგებდით პირველ თამაშს ნუ მაᲓინ ბევრი გვაკლდა და გასაგებია მარა ისიც ხო ფაქტია გაგვიმართლა მაგრად


ჩვენი ცენტრი ძალიან ძლიერია, ეს ხომ არ არის სიახლე, მაგრამ კანტეს დონის მოწინააღმდეგე არ გვყოლია, გაითვალისწინე რომ ძალიან გაგვიჭირდა ვეინალდუმთან. 4-4-2 ტაქტიკა არ ვიცი რამდენად იქნება, მაგრამ ეს გუნდი აქცენტს უფრო სიზუსტეზე გააკეთებს, მომენტების რეალიზაციაზე და არა სათამაშო სადავეების ფლობაზე. თუმცა ეს ჩემი აზრია და ზიზუს თავში არ ვზივარ. ასევე ვფიქრობ რომ ვალვერდე რომც ვერ დადგეს ძირითადში მარჯვნივ უნდა დადგეს ნახევარდაცვაში ასენსიო და არა ისკო, მატჩის შენელება თუ დაგვჭირდება, შეცვლაზე უნდა შემოვიდეს ისკო.. ვინი სიტუაციის მიხედვით, მეორე ტაიმის 45-60 წუთზე.. მენდი რამდენად დაიტვირთება სრულად, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმდენად მოძრავია უპირატესობას გვაძლევს მოედნის ყველა სექტორში, თან ორივე ფლანგზე. 3 მცველიან ტაქტიკასაც მივესალმები, თან ტუხელმა თქვა, შეიძლება ნომინალური ცხრიანის გარეშე ვითამაშოთო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)