AS - „რეალმა“ მარსელოს შემცვლელი დაასახელა!
ესპანური AS-ის ცნობით, მარსელო ვიეირას მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შემთხვევაში, ზინედინ ზიდანს ფერლან მენდის ალტერნატივა უკვე ნაპოვნი ჰყავს და ახალი ფეხბურთელის დამატებას ამ პოზიციაზე არ ფიქრობს...
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დავიდ ალაბას ისედაც შეუძლია დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაში, ისევე როგორც დაცვის ცენტრსა და ნახევარდაცვაში, თუმცა ფერლან მენდის დუბლიორად კასტილიელი მიგელ გუტიერესი განიხილება. ზიზუ ფიქრობს, რომ ახალგაზრდა განაპირა მცველი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და მისი მთავარ გუნდში დაწინაურება უნდა მოხდეს.
მიგელ გუტიერეს ორტეგა 19 წლის არის და 20 წლის ზაფხულში გახდება, ის საკმაოდ სწრაფი, ტექნიკური და იმედისმომცემი ფეხბურთელია, რომელმაც „კასტილიაში“ არაერთხელ დაამტკიცა შესაძლებლობები.
გუტიერესი „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს 2011 წელს „ხეტაფეს“ აკადემიიდან შეუერთდა და „რეალის“ რამდენიმე ასაკობრივი გუნდი გაიარა. 2020 წლის ზაფხულში გუტიერესმა მადრიდელთა 19 წლამდელი გუნდიდან კასტილიასკენ აიღო გეზი და სულ რაღაც 1 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ზიზუს ყურადღება მიეპყრო.
- 3 მაი 2021
- 1 834
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.