აზარი:„ლონდონში თავს ისე ვიგრძნობ, როგორც მადრიდში“
ედენ აზარი ლონდონში გასამგზავრელად მოუთმენლად ემზადება და თვლის, რომ „სტეფმფორდ ბრიჯზე“ თამაში მისთვის ძალიან კომფორტული იქნება.
„„ჩელსის“ ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ მე ლონდონში ისეთივე კომფორტით ვითამაშებ, როგორც მადრიდში. წლების მანძილზე ვიცავდი „არისტოკრატების“ ღირსებას და ვიცი, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ აუცილებლად მივაღწევ წარმატებას.“
„ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ჩემთვის ძალიან დიდი ემოციების მომგვრელი იქნება. მსურს, რომ ჩავარდნილი სეზონის გვირგვინი დიდი სიხარული იყოს.“
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არანაირი დისკომფორტი არ მაწუხებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოედანზე თავდაჯერებული გავალ და გუნდის დახმარებას შევეცდები.“
- 3 მაი 2021
- 3 239
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.