ბეილი:„მადრიდში დაბრუნებაზე ფიქრს ვიწყებ“
გარეთ ბეილმა „შეფილთან“ ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ახლა ჩემი საზრუნავი მხოლოდ „ტოტენჰემია“, ვინაიდან ამ გუნდს ქულების მაქსიმალური ოდენობა სჭირდება. ვფიქრობ, ამ გამარჯვებით დიდი მუხტი მივიღეთ, რომელიც ბოლომდე გაგვყვება.“
„ჰეთ-თრიკი ძალიან სასიხარულო იყო, მსურს რომ გუნდის დახმარება კიდევ შევძლო.“
„„რეალში“ დაბრუნებაზე ფიქრს ნელ-ნელა ვიწყებ, ვინაიდან მოქმედ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა სულ მალე ეწურება და ვალდებული ვარ, ესპანეთის დედაქალაქში გამოვცხადდე.“
„არ ვიცი, როგორ განვითარდება ჩემი კარიერა მადრიდში, თუმცა მოქმედ კონტრაქტს პატივს ვცემ.“
- 3 მაი 2021
- 5 844
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.