ფლორენტინო პერესის აზრით მილიტაოს დრო დადგა!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი რაფაელ ვარანის გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს. თუ „რეალის“ ხელმძღვანელობას ფრანგი ფეხბურთელის გაყიდვის გაგონებაც არ სურდა, ახლა ვითარება შეცვლილია.
მას შემდეგ, რაც რაფამ ღიად განაცხადა, რომ ახალი გამოწვევის მიღება სურს, პერესის პოზიციაც ეტაპობრივად შეიცვალა. თუ ვარანი 80 მილიონ ევროდ გაიყიდება, „რეალი“ მის გაშვებაზე უარს არ იტყვის, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.
ვარანის წასვლის შემთხვევაში სამეფო კლუბი დიდ სარგებელს მიიღებს და ამ თანხას კილიან მბაპეს ტრანსფერს მოახმარს. გარდა ამისა ძირითადი შემადგენლობისკენ გზა გაეხსნება ედერ მილიტაოს, რომელმაც სეზონის ყველაზე კრიტიკულ მომენტში დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მცველია და კიდევ უფრო დიდი პროგრესის ჩვენება შეუძლია. მოკლედ რომ ვთქვათ, პერესმა ჩათვალა, რომ მილიტაოს დრო დადგა.
სამეფო კლუბში თვლიან, რომ ახლა უმთავრესი პრიორიტეტი სერხიო რამოსის კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა იყოს, ვარანის წასვლით არსებულ დანაკლისს კი ედერი აღმოფხვრის, ამას კი დავიდ ალაბაც დაემატება, რომელსაც დაცვის ცენტრში თამაში ბრწყინვალედ გამოსდის.
ასევე არ უნდა დავივიწყოთ ნაჩო ფერნანდესი, რომელსაც პერესი ასევე სთავაზობს კონტრაქტის გახანგრძლივებას, ვინაიდან მას მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
- 3 მაი 2021
- 1 317
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.