ჰაკიმი:„„რეალში“ დასარჩენად მზად ვიყავი, მაგრამ გამიშვეს“
აშრაფ ჰაკიმი იტალიის ჩემპიონი გახდა. მაროკოელმა ფეხბურთელმა კარიერაში პირველად მოიგო სკუდეტო. ახალგაზრდა ფეხბურთელს სამეფო კლუბზე ჰკითხეს.
„მე ვიცი, რომ არასდროს მქონია „რეალის“ დატოვების სურვილი. როდესაც სამეფო კლუბს დავუბრუნდი, იქ დარჩენაზე და კონკურენციაში ჩაბმაზე ვფიქრობდი, მაგრამ ხელმძღვანელობამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.“
„იტალიის ჩემპიონატის მოგება დიდი პატივია. „ინტერში“ გადმოსვლით ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი და გახარებული ვარ.“
„დიახ, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ჩემი გაყიდვა კორონავირუსისგან არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია.“
„ზიდანთან ურთიერთობა არ მქონია, ფრანგს ჩემთვის სკუდეტოს მოგება ნამდვილად არ მოულოცავს.“
- 3 მაი 2021
- 2 210
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.