გადამწყვეტი კვირა !
მადრიდის „რეალისთვის“ მიმდინარე კვირა ნამდვილად გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან კლუბს სეზონის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებები აქვს ჩასატარებელი.
2 დღეში ზინედინ ზიდანის გუნდს „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი დაპირისპირება ელის, სადაც ფინალისტის საგზურის გათამაშდება. ამ მატჩის შემდეგ სამეფო კლუბის მეტოქე „სევილია“ იქნება, რომელიც „ბლანკოსს“ მადრიდში ესტუმრება, აღნიშნული დაპირისპირება 9 მაისით არის დათარიღებული.
იმ შემთხვევაში, თუ „რეალი“ ორივე მატჩს მოიგებს, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავა და ლა ლიგაშიც სერიოზულ შანსებს შეინარჩუნებს, ვინაიდან 35-ე ტურში უშუალო კონკურენტებს „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ სახით, ერთმანეთში აქვთ სათამაშო.
პოზიტიური ამბავი ის არის, რომ გადამწყვეტ კვირაში ზიდანის განკარგულებაში უნდა იყვნენ ფერლან მენდი, ნაჩო ფერნანდესი, სერხიო რამოსი და ფედერიკო ვალვერდე, რაც გუნდის რესურსის აშკარა ზრდას ნიშნავს.
- 3 მაი 2021
- 799
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.