კაზემირომ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
ბრაზილიელმა კაზემირომ „ოსასუნასთან“ დაპირისპირებაში პირადი რეკორდის გაუმჯობესება შეძლო.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მე-6 გოლი გაიტანა და ამით ის 5 ბურთიანი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2017/18 წლების სეზონში ჰქონდა დაფიქსირებული. საერთო ჯამში ნახევარმცველის ანგარიშზე 7 გოლია, მან ჩემპიონთა ლიგაზეც შეძლო „გლადბახის“ წინააღმდეგ თავის გამოჩენა.
კაზემ პირველი გოლი ლა ლიგაში 2016 წელს გაიტანა, საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 23 ბურთია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში ბრაზილიელი ვარსკვლავი ბენზემას შემდეგ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
- 3 მაი 2021
- 548
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.