"ფურია როხამ" შვეიცარიული ბარიერი ვერ დაძლია
მსოფლიოს 2010 წლის მუნდიალზე, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა.
ვისენტე დელ ბოსკეს დამოძღვრილები შვეიცარიელებს დაუპირისპირდნენ.მიუხედავად იმისა, რომ თამაში "ფურია როხას" უპირატესობით მიმდინარეობდა, ოტმარ ჰიცფელდის შეგირდებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.მატჩში ერთადერთი გოლი შვეიცარიელმა ფერნანდესმა გაიტანა 52-ე წუთზე.
ესპანელი მადრიდისტებიდან, მოედანზე კასილასი, რამოსი და ხაბი ალონსო ირჯებოდნენ.
მაშასადამე, პირველი ტურის შემდეგ, "H" ჯგუფს შვეიცარია და ჩილე ლიდერობენ 3-3 ქულით.
- 16 ივნისი 2010
- 4 021
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.