ლუკას ვასკესმა „ბაიერნთან“ მოლაპარაკებები ჩაშალა
გერმანული გამოცემების ცნობით ლუკას ვასკესმა მიუნხენის „ბაიერნთან“ ფაქტობრივად წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ჩაშალა.
ესპანელი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერთან“ 4 წლიან კონტრაქტზე იყო შეთანხმებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ფლორენტინო პერესი მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, სადაც წლებიც ხანგრძლივდება და ხელფასიც, ყველაფერი თავდაყირა დადგა.
ესპანური გამოცემების ცნობით, ვასკესი „მერენგებთან“ ახალ კონტრაქტს ხელს მაისის ბოლოს მოაწერს, რომელიც მის „რეალში“ დარჩენას 2025 წლის 30 ივნისამდე გაითვალისწინებს.
- 2 მაი 2021
- 1 114
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.