ბლანკო:„მთავარ გუნდთან ერთად დიდი მიზნები მაქვს, ზიზუ მენდობა“
ახალგაზრდა ბლანკო ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში რამდენჯერმე ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.
„სანამ მოედანზე შევიდოდი, ზიდანმა მითხრა, რომ საკუთარი ფეხბურთი მეთამაშა და ემოციებს არ ავყოლოდი. მუდმივ რეჟიმში ვვარჯიშობ და ვცდილობ საუკეთესო კონდიციაში ვიყო, რადგან არასდროს ვიციკ, როდის დამირეკავს ფრანგი სპეციალისტი და გამომიძახებს გუნდში. მიხარია, რომ ნდობა მოვიხვეჭე და მოედანზე გასვლის საშუალება მომეცა.“
„ეს იყო მატჩი, რომელიც საკმაოდ მძიმედ წარიმართა, რადგან მეტოქე თავიდანვე აკეთებდა აქცენტს დაცვაზე. 3 ქულა მოვიპოვეთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განვაგრძობთ.“
„ახლა სრულ ყურადღებას ლონდონის „ჩელსისთან“ გასამართ დაპირისპირებაზე გადავიტანთ, რომელიც ძალიან მალე გაიმართება.“
„როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში სამეფო კლუბის თამაში სამაგალითო იყო. უკანა ხაზში სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ გვაკლდა გატანილი გოლი, რომელიც მატჩის ბოლო ფაზაში გავიტანეთ.“
„კაზემიროსთან ერთად თამაში ნამდვილად დიდი სიამოვნება და გამოცდილებაა. ბრაზილიელი მოთამაშისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ამ მაისურით თამაში რა თქმა უნდა უდიდესი პატივია, ამიტომ ბოლომდე ბრძოლას გავაგრძელებ. მსურს, რომ წლევანდელი სეზონის ბოლოს „რეალმა“ ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ერთად მოგება შეძლოს.“
„მიუხედავად დიდი ემოციური ფონისა, ვიცი, რომ „კასტილიას“ შემადგენლობას ვეკუთვნი და ამ გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ.“
- 2 მაი 2021
- 622
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.