9 წელი ლა ლიგის 32-ე ტიტულის მოგებიდან!
9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგა 32-ედ მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი დასრულებული არ იყო, ჟოზე მოურინიოს გუნდმა მეტოქეებს მათემატიკური შანსი აღარ დაუტოვა და ჩემპიონი ნაადრევად გახდა.
2 მაისს „ბლანკოსის“ მეტოქე „ბილბაო“ გახდა, რომელიც გუნდმა 0-3 დაამარცხა. პირველ ტაიმში გონსალო იგუაინისა და მესუთ იოზილის გოლეს, მეორე ნახევარში კრიშტიანომ კიდევ ერთი ბურთი დაუმატა და „რეალს“ გამარჯვება გაუფორმა.
ამ ტიტულის მოგებით სამეფო კლუბმა დაარსებიდან 110 წლის იუბილე აღნიშნა და ეს ყველაფერი საოცარი სტატისტიკით გამოხატა. იმ სეზონში გუნდმა 100 ქულა დააგროვა, რაც უპრეცენდენტო შედეგი იყო, ხოლო მეტოქეთა კარის აღება 121-ჯერ შეძლო.
2011/12 წლების სეზონი სამეფო კლუბმა მეორეადგილოსანთან „ბარსელონასთან“ 9 ქულიანი სხვაობით დაასრულა, საუკეთესო ბომბარდირი კი კრიშტიანო რონალდუ გახდა, რომელმაც ლა ლიგაში 46 გოლის გატანა შეძლო.
და ბოლოს, ამ დიდებული გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახლდათ, რომელმაც იმ წელს მეოთხე ქვეყნის თასი მოიგო, იქამდე „განსაკუთრებულის“ აქტივში პორტუგალიის, ინგლისისა და იტალიის ჩემპიონატები იყო.
- 2 მაი 2021
- 961
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.