ზიდანი:„ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება“
ზინედინ ზიდანმა „ოსასუნასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მეტოქე თავს შესანიშნავად იცავდა, მაგრამ ჩვენ მოთმიმენა გამოვიჩინეთ, გეგმაზომიერად ვუტევდით და საბოლოო ჯამში გამარჯვებას მივაღწიე. დიახ, ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ, ვინაიდა „ოსასუნათან“ გამარჯვებას სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.“
„პირველ ტაიმში გუნდმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოხერხდა. ფეხბურთელები ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ გასახდელში მათ ვუთხარი, რომ მეორე ნახევარში შანსები კიდევ გვექნებოდა და სიმშვიდე უნდა შეგვენარჩუნებინა.“
„მილიტაომ კარგი მატჩი ჩაატარა, მან სასურველ მიზანს მაინც მიაღწია და მეტოქის კარი აიღო. დამეთანხმებით, ბრაზილიელს პირველ 45 წუთშიც შეეძლო გოლის გატანა.“
„ვიმედოვნებ, რაფაელ ვარანთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემასთან არ გვექნება საქმე. წინასწარი დაკვირვებით დაზიანება მარტივად აღმოფხვრადია, თუმცა დაველოდებით სამედიცინო შემოწმებას.“
„აზარის გამო ბედნიერი ვარ. ბელგიელი ფეხბურთელი ბენზემასთან შესანიშნავად კომბინირებს. ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.“
„ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ედენი „ჩელსის“ წინააღმდეგ, ის დღეს შესანიშნავი იყო.“
„ბლანკოს თამაშით კმაყოფილი ვარ, ის „კასტილიას“ ეკუთვნის, მაგრამ ამტკიცებს, რომ მთავარ გუნდშიც შეუძლია ფეხის მოკიდება. ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდი მომავალი აქვს და ყოველთვის პოზიტიური ენერგიითაა სავსე.“
„ფიზიკური და ემოციური თვალსაზრისით თავს კარგად ვგრძნობთ. დღეს რამდენიმე ფეხბურთელს მივეცი დასვენების საშუალება, რათა ლონდონში მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ.“
„„ატლეტიკოს“ კარში „ელჩეს“ მიერ შესრულებულ პენალტზე საუბარი არ მსურს. მომენტი ვნახე, თუმცა ეს არაფერს ცვლის. ფაქტია, რომ სიმეონეს გუნდმა მოიგო და მსაჯს არაფერი დაუნახავს.“
„თუ რამოსი 100%-ით მზად იქნება, „ჩელსისთან“ მატჩში გუნდის დახმარებას შეძლებს. ვნახოთ, რა იქნება მომდევნო დღეებში.“
- 2 მაი 2021
- 6 191
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.