სიმეონე:„პენალტის გაშვების შემთხვევაში მდგომარეობას ვირთულებდით“
ჩოლო სიმეონემ „ელჩესთან“ მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ლა ლიგის ჩემპიონობაზე ისაუბრა...
„დარწმუნებული ვარ, „რეალის“ და „ბარსას“ ბევრ ქომაგს დაწყდა გული, როდესაც „ელჩეს“ ფეხბურთელმა ბურთი ძელს გაარტყა და თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო. ვინ იცის, იქნებ ეს საჩემპიონო ქულებიც იყო. ყაიმის შემთხვევაში მდგომარეობას უკიდურესად ვირთულებდით.“
„მომდევნო ტურს, რომელიც მეტისმეტად საპასუხისმგებლო იქნება ერთპიროვნული ლიდერის რანგში შევხვდები, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.“
„ჩვენ არ ვფიქრობთ ფავორიტობაზე, ჩვენ საქმით ვამტკიცებთ, რომ ფავორიტები ვართ. ფეხბურთელები სწორედ ისე თამაშობენ, როგორც წარმოვიდგენ. ეს არის „ატლეტიკო“, რომელსაც ძალუძს ჩემპიონობა.“
- 1 მაი 2021
- 8 124
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.