რონალდუს „იუვეს“ დატოვება სურს, „რეალი“ კი მას არ განიხილავს!
იტალიური და ესპანური გამოცემების ცნობით, კრიშტიანო რონალდუ ტურინის „იუვენტუსს“ ტოვებს. პორტუგალიელ ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონატში დარჩენა აღარ სურს...
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რონალდუს კვლავ სურს „რეალში“ დაბრუნება და 1 წლიან კონტრაქტზეც თანახმაა, მაგრამ ფლორენტინო პერესი მის დაბრუნებას არ განიხილავს.
პორტუგალიელი ფეხბურთელი მადრიდელ მეგობრებსაც ხშირად უკავშირდება და ღიად გამოხატავს „მერენგების“ რიგებში დაბრუნების სურვილს.
ესპანელების ცნობით, რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შანსი ძალიან მაღალია.
- 1 მაი 2021
- 3 319
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.