რაულ ალბიოლი: პირველი მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია

ესპანეთის ნაკრების "მადრიდისტა" მცველმა, რაულ ალბიოლმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის მოგება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გუნდს ეძლევა ფსიქოლოგიური ზეწოლის აცილების საშუალება.

"პირველი მატჩი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ფსიქოლოგიური წნეხი მოგვეხსნას. მთავარმა მწვრთნელმა ყველას კარგად აგვიხსნა თუ რა მნიშვნელობა ექნება შვეიცარიელებთან თამაშის მოგებას. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუკი კარგად ვითამაშებთ და მეტოქეს ჩვენს ფეხბურთს შევთავაზებთ ესპანეთის ნაკრები აუცილებლად გაიმარჯვებს."

"არ მომწონს, როდესაც "ფურია როხას" ჩემპიონობის უმთავრეს პრეტენდენტად მიიჩნევენ, რადგან ეს ფეხბურთელებზე კიდევ უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ვართ ნაკრები, რომელსაც შეუძლია თასის მოგება, მაგრამ ესპანეთის გარდა არსებობენ სხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრებები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ მუნდიალის დაუფლება, თუნდაც ბრაზილია და ჰოლანდია."

"შვეიცარიას კარგი ნაკრები ჰყავს და დარწმუნებული ვარ ისინი იბრძოლებენ ჯგუფიდან გასასვლელად. ვფიქრობ ეს გამოუვათ კიდეც."

  • Hala
  • 16 ივნისი 2010
  • 1 888
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)