„ინტერი“ ლუკა იოვიჩით ინტერესდება!
მილანის „ინტერი“ ზაფხულში მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს. იტალიური კლუბის რადარზე სამეფო კლუბის კუთვნილებაში მყოფი, „აინტრახტში“ განათხოვრებული ფეხბურთელი, ლუკა იოვიჩია, რომელიც რამდენიმე თვეში დაუბრუნდება ესპანეთის დედაქალაქს...
იტალიელები დიდი ხანია აკვირდებიან იოვიჩის კარიერას და თვლიან, რომ წინახაზელი სერია „ა“-ში ფეხის მოკიდებას შეძლებს. „ინტერის“ ხელმძღვანელობა ფლორენტინო პერესს 1 წლიანი იჯარის შესახებ მიმართავს.
თავის მხრივ, სამეფო კლუბში იოვიჩზე იმედებს აღარ ამყარებენ და სხვა ვარიანტებს განიხილავენ, მათ შორის არიან ერლინგ ჰოლანდი, ანდრე სილვა და ა.შ.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად მისაღები იქნება ლუკას იჯარა ფლორენტინო პერესისთვის, რომელსაც ფეხბურთელის გაყიდვა 35 მილიონ ევროდ სურს.
- 30 აპრილი 2021
- 892
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.