ABC - ნაჩოს არასასურველი კონტრაქტი შესთავაზეს!

ABC-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალში“ ნაჩო ფერნანდესის კონტრაქტის გახანგრძლივების საჭიროებას ხედავენ, მაგრამ ხელმძღვანელობის ახალი კონტრაქტი ფეხბურთელისთვის არც ისე მიმზიდველია...

კონკრეტული დეტალები ცნობილი არ ხდება, მაგრამ ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ნაჩოს 2 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული შეთანხმების მხოლოდ 1 წლიანი გახანგრძლივება მოხდება, ვინაიდან მოქმედი კონტრაქტის საფუძველზე ის „მერენგების“ რიგებში 2022 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალის“ ხელმძღვანელობა ნაჩეტეს ხელფასის შემცირებაზე დაყოლიებას ცდილობს.

იმ ფონზე, რომ ნაჩეტეს რამდენიმე ევროპული კლუბი ეპატიჟება და მინიმუმ 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ის შესაძლოა წასვლაზეც დაფიქრდეს.

  • Hala
  • 30 აპრილი 2021
  • 1 339
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (64)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)