პერესის გეგმა ზიდანთან დაკავშირებით
იმაში, რომ არსებული რესურსით, რასაც ტრავმიანობა და ვირუსიც ემატება, სამეფო კლუბი 2 მთავარი ტურნირის მოწინავე პოზიციებზე იმყოფება, ვის მიუძღვის ლომის წვლილი, თუ არა ზინედინ ზიდანს.
El Confidencial-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბის მესამე ვადით არჩეული პრეზიდენტი უკვე ფიქრობს, ფრანგი სპეციალისტისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას. ზიზუს მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ხოლო პერესის მიზანია, რომ მწვრთნელი დამატებით 2 წლით დაითანხმოს „რელის“ თავკაცობაზე, ვინაიდან შექმნილი კრიზისული სიტუაციის ფონზე, გუნდის სტაბილურობა მეტად ნიშანდობლივია.
დონ ფლორენტინო სპორტულ საკითხებში (მაგ: ფეხბურთელებისთვის კონტრაქტის გაგრძელების საკითხი) უფრო მეტად ჩარევის უფლების მინიჭებით ეცდება ზიდანის დაყოლიებას. ამასთანავე, ის თვლის, რომ სწორედ ზიდანმა უნდა ითამაშოს მთავარი როლი კილიან მბაპეს გამადრიდელებაში.
- 30 აპრილი 2021
- 5 786
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.