ზიდანი: „როგორც მწვრთნელი, იმედგაცრუებული ვარ“
ზინედინ ზიდანმა „ოსასუნასთან“ მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„სეზონის დასრულებამდე მცირე დრო დარჩა. მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებულნი თითოელ შეხვედრაზე. ხვალ მორიგი მატჩის გამართვა მოგვიწევს და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია 3 ქულის აღება. „რეალი“ ბოლომდე იბრძოლებს ტიტულისათვის.“
„სეზონის განმავლობაში ბევრ პრობლემას გადავაწყდით, მათ შორის ტრავმიანობის სახით. სამწუხაროდ, ამის კონტროლი შეუძლებელია. „ოსასუნას“ წინააღმდეგ საუკეთესო შემადგენლობა გამოვა მოედანზე. წინ კიდევ არა ერთი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და სათამაშო წუთები ყველას ერგება.“
„მთავარია, რომ სერხიო რამოსი სრულ მზადყოფნაშია. მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას 34-ე ტურის დაპირისპირებაში, მაგას ხვალ გაიგებთ.“
„„ბარსელონას“ მარცხი? ყოველთვის აღვნიშნავ, რომ პრიმერა დივიზიონი საკმაოდ რთული და დაძაბული ჩემპიონატია. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშებსა და შედეგებზე ვფიქრობთ. ყველაფერს გავაკეთებთ ტურნირის მოსაგებად.“
„რაც შეეხება მარსელოს, ბრაზილიელმა უნდა მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი. ამას ჩვენ ვერ შევცვლით. ის ოთხშაბათს გუნდთან ერთად იქნება.“
„ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა. ფეხბურთელები ნაყოფიერად თამაშობენ თავდაცვითი მოქმედებების განხორციელების დროს. ვფიქრობ, შეტევაში გარკვეული ასპექტების გაუმჯობესება გვმართებს, ვინაიდან მატჩი ცვლილების შეტენა მაშინ შეგიძლია როდესაც ბურთი გაქვს.“
„ბუნებრივია, ჯერ ვერ ვიფიქრებთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩზე და ამის მიზეზია ლა ლიგის პაექრობა. თუ როგორი იქნება ხვალინდელი მატჩის სასტარტო თერთმეტეული, ამას წინასწარ ვერ გაგიმხელთ. შესაძლებელია გარკვეული ცვლილებებიც იხილოთ.“
„სამეფო კლუბის გაწვრთნა ადვილი საქმე არ არის. როდესაც გარედან უყურებთ პროცესებს, საუბარი მარტივია. ყველას თავისი აზრი აქვს. საკმაოდ რთული წელი გამოდგა. მთლიანად ფოკუსირებული ვარ ფეხბურთელების მომზადებაზე და ვცდილობ, არსებული მოცემულობიდან საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღო.“
„ტრავმების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. ეს ყველა კლუბის პრობლემას წარმოადგენს, თუმდა შეიძლება ჩვენთან უფრო მეტი ფეხბურთელი ხვდება ლაზარეთში. „რეალი“ ორ ტუნირზე ასპარეზობს, შესაბამისად, მწყობრში მყოფმა მოთამაშეებმა უნდა გამოავლინონ ხასიათი და იბრძოლონ ბოლომდე. ყველაფრის მიუხედავად თავს კარგად ვგრძნობთ და გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ.“
„მენდი სარეაბილიტაციო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მას ყოველდღიურ რეჟიმში ვარვირდებით.“
„„რეალი“ სასწაულს არ ახდენს, ეს უბრალოდ თავდაუზოგავი შრომისა და ღირებულებების შედეგია.“
„როგორც მწვრთნელი იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან მინდა, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად მყავეს. როდესაც ერთი ფეხბურთელი რამდენჯერმე იღებს ტრავმას, ეს უკვე ყურადსაღებია. „რეალი“ წინაღობებს არ უშინდება, საჭიროა მხოლოდ წინ ყურება.“
MARCA
- 30 აპრილი 2021
- 3 336
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.