დასკვნითი ვარჯიში „ოსასუნასთან“ მატჩამდე
პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურის მატჩამდე („ოსასუნასთან,“ 1-ელ მაისს, 23:00), „რეალის“ ფეხბურთელებმა დასკვნითი ვარჯიში გამართეს.
მოთამაშეებმა ბოლო მითითებები მიიღეს სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებისგან. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მომდევნო დაპირისპირება მეტად მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ მიჯროთ მეორედ, სერხიო რამოსმა მთავარ ჯგუფთან ერთად სრული დატვირთვით იმუშავა, რასაც ვერ ვიტყვით მენდისა და ლუკას ვასკესზე. ისინი სარეაბილიტაციო პროგრამის მიხედვით ირჯებოდნენ. რაც შეეხება ფედე ვალვერდეს, ჯერჯერობით ურუგვაელი კორონავირუსის ტესტის ნეგატიური პასუხის მოლოდინშია.
განვლილ სესიაზე ზიდანის განკარგულებაში იყვნენ: ანტონიო ბლანკო, სერხიო არიბასი, მიგელ გუტიერესი და ფერან რუისი. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა რამდენიმე დღის წინ დასძინა, პამპლონელებთან შეხვედრაში გადახალისებეული შემადგენლოით აპირებს თამაშს და შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის კარგი შანსი მიეცემათ.
MARCA
- 30 აპრილი 2021
- 760
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.