ზიდანი „ოსასუნასთან“ მინიმუმ 5 ფეხბურთელის დასვენებას აპირებს

ესპანური გამოცემების ცნობით, ზინედინ ზიდანი ლა ლიგის მომდევნო ტურში გადახალისებული შემადგენლობის გამოყენებას ფიქრობს, ვინაიდან „ჩელსისთან“ მატჩისთვის გუნდი დასვენებული უნდა იყოს.

ფრანგი სპეციალისტი კროოსი-მოდრიჩის დუეტის დასვენებაზე ფიქრობს. გარდა ამისა, იგეგმება კარიმ ბენზემას სათადარიგოთა სკამზე გადასმაც და მის პოზიციაზე მარიანო დიასის გამოყენება.

დაისვენებს ვინისიუს ჟუნიორიც, რომელსაც დიდი ალბათობით როდრიგო გოეში ჩაანაცვლებს. სასტარტო შემადგენლობაში იგეგმება ისკო ალარკონის გამოჩენაც.

ჯერ-ჯერობით უცნობია, სასტარტოდან დაიწყებს თუ არა ედენ აზარი „ოსასუნასთან“ მატჩს, თუმცა მას ექიმებმა მოედანზე 50-55 წუთის გატარების უფლება უკვე მისცეს.

  • Ramos
  • 30 აპრილი 2021
  • 1 654
  • 8

1

30 აპრილი 2021 13:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ოსასუნასთან აზარის გარისკვა არ ღირს,ჯობია ეგ 50-55 წუთი ჩელსისთან იყოს და აქ ზამენიდან შემოვიდეს.

2

30 აპრილი 2021 14:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 233
აუუუ, კიდე ვერ მოიგებს, არადა უმაგრესი შანსია აქვს ჩემპიონობის

3

30 აპრილი 2021 14:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აზრი არ აქვს ძალების დაზოგვას. დარჩენილია მინიმუმ 6 მაქსიმუმ 7 მატჩი. ვისთვის უნდა დაზოგონ ძალები? თუ რამე შეუძლია ამ გუნდს, კონკრეტულ მომენტებში მოწოდების სიმაღლეზე დგომაა. ტრავმიანობის გამო ისედაც საკმაოდ არიან გამოშუშებული ფეხბურთელები და ვერანაირი სამედიცინო კვლევა დაამტკიცებს რომ 600 წუთის თამაში არ შეუძლიათ ამ ფეხბურთელებს. მადრიდის რეალია ეს, სირცხვილია წუწუნი ფიზიკურ კონდიციებზე. კალათბურთელები რეგულარულ სეზონში 82 (წელს 72) თამაშს თამაშობენ ხოლმე და არავინ იფიქროს რომ ნაკლები ფიზიკური დატვირთვა აქვთ. საამაყოა, რომ ფსიქიკურად ამდენად ძლიერია ჩვენი გუნდი, ფიზიკურადაც გავუძლებთ. რაც არ უნდა იყოს, საოცარი სეზონი გვაჩუქეს.
ისე კი, ჰაკიმის და ედეგორის დეზერტირობა რთული საპატიებელი იქნება.

4

30 აპრილი 2021 14:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ოსასუნას ისკოებით მარიანოებით და როდრიგოებითაც უნდა მოვუგოთ მაგრამ სულ გვიჭირდა მაგათთან თამაში

5

30 აპრილი 2021 15:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბიჭო 7 მატჩი დარჩა მთლად, ერთიც ამოუსუნთქავად მიაწვნენ რაც ძალი და ღონე აქვთ გადაიხსნან ვენები და მერე ზაფხულში დასხდნენ და იფხანონ კვერცხები ლა ლიგის და ლიგის თასთან ერთად

6

30 აპრილი 2021 16:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 026
რა 7 მატჩი 5 თამაშია დარჩენილი, დასვენება და ქულების დაკარგვა არ მგონია სწორია, ხვალ რო ვერ მოვიგოთ დავემშვიდობოთ ლალიგას, აღარდაკარგავს დიდად ქულებს ატლეტიკო შანსი არაა, ბარსელონას გარდა არავინ დარჩა ვისაც უნდა ეთამაშოს და დაკარგოს იდეაში ქულა . ხვალ შუაზე უნდა გაიხსნას რეალი და მოიგოს.

7

30 აპრილი 2021 16:36

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აუუ ეგეთი ადვილიც არ იქნება ყველა ლიდერის დასვენება არ შეიძლება თან რა დროს იმედია ბენზმა მაინც დაიწყებს სასტარტოში

8

30 აპრილი 2021 17:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 485
ეგრე აგდებულად არ უნდა უყურონ ამ თამაშს თორე ის დაემართებათ რაც გუშინ ბარსას. რო ეგონათ რომ თავი ქუდში ჰქონდათ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (64)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)