რას უპირებენ ვასკესს? - გადაწყვეტილება ცნობილია

როგორც იცით, ლუკასს ვაკესსს 30 ივნისს ეწურება მოქმედი ხელშეკრულება სამეფო კლუბთან.

განვლილი პერიოდის განმავლობაში, ფეხბურთელმა და კლუბის წარმომადგენელმა არა ერთი შეხვედრა გამართეს, თუმცა ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა. ესპანელი ფეხბურთელი ყოველწლიური ჰონორარის გაზრდას ითხოვს (ამჟამად 3.5 მილიონს შეადგენს), რასაც „სანტიაგო ბერნაბეუს“ ოფისში ეწინააღმდეგებოდნენ.

უახლესი ინფორმაციით, „რეალი“ მზად არის ვასკესის სურვილი დააკმაყოფილოს და მისი შემოსამავალი 5 მილიონ ევრომდე აიყვანოს. ამასთანავე, კლუბი 3 წელი პლიუს 1 კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს მისთვის.

როგორც ჩანს, „ბლანკოსში“ კარგად გაიაზრეს ლუკასის მნიშვნელობა. ტრავმის მიღებამდე, ვასკესი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ზიდანის შემადგენლობაში.

AS


1

30 აპრილი 2021 14:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ზედმეტი ფუფუნებაა ვასკესისთვის მსგავსი ხელფასი და საკონტრაქტო პირობები. მის ერთგულებაში ეჭვი არ შეიტანება, მაგრამ ფეხბურთელისთვის რომელსაც საკლუბო დონეზე მიუღწეველი არაფერი დარჩა და სანაკრებო ამბიციებიც არ აქვს, 3+1 კონტრაქტი ძალიან გრძელვადიანია. არამგონია ბეილის სიტუაცია განმეორდეს, მაგრამ კარიერის პიკში უკვე არის ვასკესი და არამგონია ღრმა სკამის კაცზე ამხელა აქცენტის გაკეთება სწორი იყოს.

2

30 აპრილი 2021 14:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ეგ ღრმა სკამის კაცი 3 წელია ხან მარჯვენა მცველად თამაშობს ხან შემტევად და ხანაც ნახევატმცველად. ზიდანის მოსვლის შემდეგ იმ 3 ლიგაშიც უდიდესი წვლილი აქვს და ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება. ღრმა ზამენა რანაირადაა როცა მის ყოფნაში ასენსიოც და როდრიგოც ზამენის კაცი იყო და სულ მას ათამაშებდა ზიზუ. ბეილის ყოფნის პერიოდშიც ძირითადში იყო და თუ ვინმე ღრმა სათადარიგოზე იჯდა სწორედ უელსელი და ასენსიო. ძალიან მნიშვნელოვანი და უნივერსალი ფეხბურთელია, ზიზუს რეალში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ნებისმიერი გუნდისთვის სანატრელი ფეხბურთელია, როცა დააყენებ ძირითადშიც მშვენივრად თამაშობს და თუ არ დააყენებ, არც მაშინ იწყებს ტრაკის თამაშს.
29 წლის ალაბას აძლევენ 12 მილიონს და ვასკესი 5 მილიონს აღარ იმსახურებს?

ზუსტად ვიცოდი რომ რამოსს და ვასკესს ზიზუს მოთხოვნით არ გაუშვებდნენ

3

30 აპრილი 2021 15:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ვასკესის დაცვა ისეთივე უადგილოა როგორც ამხელა კონტრაქტი. ის, რატომაც არის ვასკესი ძირითადის შეუცვლელი წევრი ამ ფორმაციის რეალში, კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული, არც იმით რომ პროფესიონალიზმით ან ტალანტით ჯობია ვინმეს. სინამდვილეში ვასკესი რეალის დონეს წევს დაბლა.. და თუ ამაზე თვალებს ვხუჭავთ, ვერ ვხვდები რატომ ითხოვენ მბაპეების, კეინების და ჰოლანდების მოყვანას. გუნდის მიმართ ერთგულება დასაფასებელია და ძალიან დადებითად მეტყველებს მის პიროვნებაზე, მაგრამ მისი უნივერსალობა რეალის დონის ფეხბურთელად ვერ აქცევს. რაც შეეხება ალაბას, მისი სატრანსფერო ფასი ნაწილდება მის ხელფასზე. ამას გარდა ბაიერნის დაცვის შეუცვლელ წევრზე ლაპარაკობ, რომელმაც უმაღლესი დონე აჩვენა არამხოლოდ კლუბში, არამედ ნაკრებშიც და თუ უნივერსალიზმზეა საუბარი, ვასკესი ამაშიც ვერ გაეჯიბრება ალაბას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)