„რეალი“ ლიდერია, ოღონდ ტრავმებში
სამეფო კლუბის ლაზარეთს ექსტრემალურ პირობებში უწევს მუშაობა.
დარნიელ კარვახალის ტრავმა, ზინედინ ზიდანის გუნდისთვის 51-ე გამოდგა მიმდინარე სეზონში, რაც წარმოუდგენელი ანტირეკორდია. აღნიშნულს ემატება კორონავირუსის 7 შემთხვევა, რომელიც სხვადასხვა პერიოდში „რეალის“ შემადგენლობაში დაფიქსირდა.
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პრიმერა დივიზიონის მასშტაბით, მოცემულ კომპონენტში, დედაქალაქელებს უკან მოსდევენ „ბარსელონა“ (35 ტრავმით) და „ვილიარეალი“ (34).
ალბათ, საოცრებაა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, „რეალი“ ორივე ტურნირის მოგების რეალურ შანსს ინარჩუნებს და ეს ვისი დამსახურებაა, თუ არა ზინედინ ზიდანის.
- 30 აპრილი 2021
- 1 045
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.