პრიმერაში დაძაბულობაა - ოთხეულის კალენდარი
ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე დაძაბულობა პიკს აღწევს.
პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობისათვის ოთხი გუნდი იბრძვის, რაც ნამდვილად უჩვეულო შემთხვევაა. „ბარსელონას“ საშინაო მარცხის შემდეგ („გრანადასთან“ 1-2), კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა ტურნირის კულმინაცია.
მოცემული მომენტისათვის, სატურნირო ცხრილს 73 ქულით ლიდერობს „ატლეტიკო,“ მას 71-71 ქულით მოჰყვებიან, შესაბამისად, “რეალი“ და „ბარსელონა,“ ხოლო ერთით ნაკლები ქულა აქვს „სევილიას.“
ლიდერების დარჩენილი შეხვედრების კალენდარი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
„რეალი“ - „ოსასუნა“ (სახლში), „სევილია“ (ს), „გრანადა“ (გასვლა), „ატლეტიკი“ (გ), „ვილიარეალი“ (ს);
„ატლეტიკო“ - „ელჩე“ (გ), „ბარსელონა“ (გ), „სოსიედადი“ (ს), „ოსასუნა“ (ს), ვალიადოლიდი“ (გ)
„ბარსელონა“ - „ვალენსია“ (გ), „ატლეტიკო“ (ს), „ლევანტე“ (გ), „სელტა“ (ს), „ეიბარი“ (გ)
„სევილია“ - ატლეტიკი“ (ს), „რეალი“ (გ), „ვალენსია“ (ს), „ვილიარეალი“ (გ), „ალავესი“ (ს)
საგულისხმოა, რომ ზიდანის შეგირდებს „როხიბლანკოსა“ და „ბარსასთან“ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ.
- 30 აპრილი 2021
- 1 364
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.