ალონსო:„„„ნოუ კამპზე“ წაგებული 5-0 ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო“
ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალში“ გატარებულ წლებზე, მანამდე კი „ლივერპულში“ გადასვლასა და სამწვრთნელო კარიერაზე ისაუბრა.
„სანამ „ლივერპულში“ გადავიდოდი, მადრიდის „რეალის“ მხრიდან ინტერესი მოდიოდა. ვფიქრობდი, რომ მოვლენების სხვაგვარი განვითარება სავსებით შესაძლებელი იყო, მაგრამ „ბლანკოსის“ მხრიდან აქტიური ნაბიჯები ვეღარ დავინახე, „მერსისაიდელებმა“ კი რეალური კონტრაქტით მომმართეს და თანხმობაც განვაცხადე. ვთვლიდი, რომ იმ დროს „ლივერპულის“ რიგებში გადასვლა წარმატებული ნაბიჯი იქნებოდა.“
„მე მოვხვდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც „მილანთან“ საშინელი პირველი ტაიმი ვითამაშეთ. გასახდელში გავედი და ვთვლიდი, რომ უდიდესი შანსი გვეკარგებოდა. ყველას კარგად გვახსოვს რა მოხდა მას შემდეგ. ეს იყო ისტორიული მატჩი, სადაც ბენიტესის გუნდმა შეუძლებელი შეძლო.“
„„ლივერპულის“ ეტაპის დასრულების შემდეგ „რეალში“ ასპარეზობა ასევე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. „ბლანკოსში“ დიდი იმედებით მივედი. იყო სირთულეები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ საბოლოო მიზანს მაინც მივაღწიეთ და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შევძელით. ასევე ცუდად მახსენდება „ნოუ კამპზე“ წაგებული 5-0 . ეს იყო მომენტი, როდესაც მოედანზე ყოფნა აღარ მსურდა და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი სახლში, მივიღებდი შხაპს და დავიძინებდი.“
„სამწვრთნელო საქმიანობას შევუდექი, მაგრამ მსურს, რომ ყველაფერი ეტაპობრივად მოხდეს. გრანდების გაწვრთნა ამ ეტაპზე არ მსურს, რადგან ვთვლი, რომ საჭირო გამოცდილება არ მაქვს. მსურს, დავუშვა შეცდომები, რათა ბევრი რამ გაანალიზება და სწავლა შევძლო.“
- 30 აპრილი 2021
- 716
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.