„რეალი“ ლონდონში ბრუნდება
4 მაისს, სამეფო კლუბის ფეხბურთელები ლონდონისკენ აიღებენ გეზს. მათი მისია საკმაოდ რთულია, თუმცა შესრულებადი.
აღნიშნული ვიზიტი „რეალისათვის“ რიგით მე-5 იქნება ინგლისის დედაქალაქში. წინა 4 შემთხვევიდან, მადრიდელებმა 2 მოიგეს, ხოლო თითო-თითოჯერ ყაიმი და მარცხი დააფიქსირეს ტაბლოზე.
1984/85 წლებისა 2010/11 წლების სეზონში, ესპანელებმა მინიმალური ანგარიშით სძლიeს „ტოტენჰემს“ (0-1, 0-1). 2005/06 წლების სეზონში ისინი უგოლოდ დაუზავდნენ არსენალს, ხოლო 2017/18 წლების სეზონში, დელე ალის დიდებული წარმოდგენის წყალობით, 3-1 წააგეს იმავე „დეზებთან.“
ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად, ზიდანის შეგირდებისთვის „არისტოკრატების“ მინიმალური ანგარიშით დამარცხებაც (ან შედეგიანი ფრე, 2-2, 3-3 და ა.შ.) საკმარისია.
MARCA
- 29 აპრილი 2021
- 1 506
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.