მოურინიო მადრიდელებს - „ერთ-ერთი თვენგანი არის ვირთხა“
„რეალის“ ყოფილმა მეკარე იეჟი დუდეკმა, ავტობიოგრაფიულ წიგნში, მოურინიოს მადრიდში ყოფნის პერიოდის შესახებ დაწერა.
„2 წლის წინ წავიკითხე, რომ ესპანური პრესა „ვირთხას“ ეძებდა „რეალში“ გასახდელში და მყისვე გამახსენდა 2011 წელი, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1-1 დავუზავდით „ბარსელონას.“ ნამატჩევს, ჟოზემ ფეხბურთელებს გვითხრა, რომ არცთუ ისე ცუდი შედეგი დავაფიქსირეთ და ეს სიმართლეს შეესაბამედოდა, ვინაიდან თითქმის მთელი მეორე ნახევარი 10 კაცით მოგვიწია ასპარეზობა.“
„შემდეგ მან დაამატა: „ვხედავ, რომ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გაქვთ მედია საშუალებებთან და ეს მნიშნელოვანია. მათგან გავიგე, რომ თამაშის წინ შეკრებები არ მოგწონთ და უკმაყოფილონი ხართ ვარჯიშის მეთოდებით. ამასთანავე, ვრთავ ტელევიზორს და რას ვხედავ, მთელი ჩვენი გეგმა სააშკარაოზეა გამოტანილი. როგორ შევძლებთ ჩვენ წარმატების მიღწევას, როდესაც შემადგენლობაში გვყავს „ვირთხა?!“ განვლილი დღეების განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა გულშემატკივრები გაგვეოცებინა, თუმცა ყველაფერი წყალში ჩაიყარა.““
„აქადმდე არასდროს მინახავს მოურინიო მსგავს სიტუაციაში. მის თვალებზე ცრემლებსაც კი შენიშნავდით. მისი ემოციური მდგომარეობა საშინელი იყო.“
„ის მიუბრუნდა ესტებან გრანეროს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს - „შეიძლება შენ ხარ ეს ვირთხა? როგორ შეიძლება მსგავსი რამის გაკეთება. შენ მოატყუე მწვრთნელი, ოჯახი და მეგობრები. აუცილებლად გავარკვევ ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი.““
„საუბრის ბოლოს მოურინიომ ბოთლი მიანარცხა კედელს და კარი გაიჯახუნა.“
- 29 აპრილი 2021
- 6 460
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.