სილვა იოვიჩის ნაცვლად?
გერმანული SPORT BILD-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამეფო კლუბი ანდრე სილვას მიმართ გამოხატავს დიდ ინტერესს. „აინტრახტის“ ბომბარდირი მიმდინარე სეზონში უკვე 25 შედეგიან დარტყმას მოითვლის. მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს. მადრიდელები მზად არიან, რომ პორტუგალიელი მეგოლე ესპანეთის დედაქალაქში წაიყვანონ, ხოლო ფრანკფურტში იჯარით დაბრუნებული იოვიჩი, რომელსაც 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი „რეალთან,“ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვონ ბუნდეს ლიგის ბინადარ კლუბში.
25 წლის სილვა „ბლანკოსის“ გარდა, „ატლეტიკოს,“ „ბორუსიასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ რადარზზეც იმყოფება.
SPORT BILD
- 29 აპრილი 2021
- 1 050
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.